წრის მუშაობის დღიური V კლასი


და მათი გაზომვის უნარი წრის მუშაობის დღიური
წრის მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის გეგმა. შევაჯერეთ საკითხები, რომელთა შესწავლაც უნდოდათ.გეგმის შედგენისას გავითვალისწინე სასწავლო პროგრამა

11. 10. 2019.

      მუშაობა დავიწყეთ ინფორმაციის გაცნობით თუ  როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა,  გამოყენება.კითხვა-პასუხით მრავალფეროვანი ყოფითი მაგალითების განხილვის ფონზე მოსწავლეებმა შეძლეს გაეცნობიერებინათ, ინფორმაციის მნიშვნელობა.
ასევე განვიხილეთ ინფორმაციის გადამუშავების უნივერსალური მოწყობილობა კომპიუტერი და მისი ნაწილები, ვაჩვენე სლაიდ-შოუ.სადაც განხილული იყო კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები და მათი აგებულება.
 ვნახეთ ვიდეო როგორ შეექმნათ საქაღალდე. მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება პრაქტიკულად .
მოსწავლეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი იყო მათი წარმოდგენა ისტ-ს გაკვეთილზე და  როგორია ახლა. კიდევ ერთხელ გავისიგრძეგანეთ კომპიუტერის როლი თანამედროვე ცხოვრებაში.



     18. 10. 2019

      დღევანდელი საწრეო მუშობის თემატიკა ძალიან მოეწონათ მოსწავლეებს მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ პროგრამა „Paint“  ში მუშაობა, მაინც  სიახლე იყო მოსწავლეებისთვის  ზოგიერთი სახატავი ინსტრუმენტის გამოყენება და ამან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ვიმუშავეთ
ü  ფუცლის ზომისა და მაშტაბის შეცვლაზე
ü   ნახატის ფრაგმენტებზე 
ü   სიმეტრიული ფიგურების შექმნაზე
ü    ნახატში ტექსტი დაწერაზე
ü  ისწავლეს ნახატების შენახვა საქაღალდეში.
მოსწავლეები სვავდნენ კითხვებს და ასრულებდნენ შესაბამის დავალებებს. საწრეო მუშაობის პროცესში გამოითქვა აზრი, რომ ჩვენს მიერ პრაქტიკულად გაკეთებული დავალებები შეგვენახა მათ მიერ შექმნილ  საქაღალდეში და გვეჩვენებინა მშობლებისათვის.     

 25. 10. 2019
     დღევანდელი ჩვენი საწრეო მუშაობის არეალი განისაზღვრა მოსწავლეთა განსაკუ-თრებული ინტერესითა და თხოვნით.განვიხილეთ
პროგრამა „3D Paint“-ის  გრაფიკული რედაქტორის ინსტრუმენტები . ვისწავლეთ 3D ფიგურების ხატვა, სურათების ჩასმა. ამის შემდეგ მივეცი დავალება  შექმნათ ნახატი „ცირკი“ . დავალებაზე სამუშაოდ აქტიურად გამოვიყენეთ სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: პროექტორის საშუალებით ვანახე ცირკის სცენები, ბავშვებმა გაიხსენეს სხვადასხვა წარმოდგენები და თავისი აზრები გადმოიტანეს ნახატებში.
    მათ  კარგად გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს: დახატეს სხვადასხვა ცხოველები, ჯუნგლიორები, ცირკის სხვადასხვა სცენა.აღმოაჩინეს მსგავსება და განსხვავება 2D Paint-სა  და 3D Paint ს შორის .
     

          
1. 11. 2019
      გავიხსენეთ თუ თუ როგორ ვხსნით ხატვის პროგრამას, გრაფიკული პროგრამის  ინსტრუმენტები და შესაძლებლობები. მოსწავლეებს მივეცი თავისუფალი თემა, შეექმნათ ნახატი რაიმე თემაზე. ბავშვებმა იმსჯელეს რის დახატვას აპირებდნენ და რატომ უნდოდათ მისი დახატვა. ბიჭების უმეტესობამ მანქანების, იარაღების ან რომელიმე მულტფილმის გმირების დახატვა გადაწყვიტა, ხოლო გოგონებმა პრინცესების, მგალობელი ფრინველების და ყვავილების.
14. 11.2018
ყველა მათგანმა საუკეთესოდ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი.


      8. 11. 2019
      დღევანდელი წრის მეცადინეობის თემა იყო ტექსტური რედაქტორი Ms.Word, განვიხილეთ მისი როლი თანამედროვე ცხოვრებაში, რომელსაც აქტიურად იყენებას ყველა ასაკის ადამიანი სხვადასხვა საქმიანობაში.
განვიხილეთ Ms.Word ის გახსნის სხვადასხვა შესაძლებლობები. გავარჩიეთ რომელ მენიუებს გამოვიყენებდით ამ ეტაპზე და რა ფუნქცია ჰქონდა თითვეულ მათგანს.
ვისწავლეთ ტექსის აკრეფა, ზედა რეგისტრის ასოების დაწერა. ტექსტის მართლწერის შემოწმება. დავაფორმატეთ ტექსტი, რომელის შესრულებას ვაჩვენებდი პროექტორით, თვითეული მოსწავლე იმეორებდა ჩემს მიერ გაკეთებულ მოქმედებას, კითხვების შემთხვევაში ვუბრუნდებოდი ბუნდოვან საკითხებს.
სურათების ჩასმამ დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია, რამაც უფრო მეტად დააინტერესა მოსწავლეები მეტი გაეგოთ ტექსტურ რედაქტორის შესახებ.
          
წრის მეცადინეობის დასასრულს მოსწავლეებმა დაწერეს საყვარელ პერსონაჟზე თემა, გააფორმეს ტექსტი, ჩასვეს სურათები და ბოლოს გააკეთეს პრეზენტაციები.
     29. 11. 2018
     დღევანდელი საწრეო მუშაობა უნდა ჩატარებულიყო გუშინ, 28 ნოემბერს, მაგრამ,
    15. 11. 2019
მოსწავლეებს გავაცანი საკომუნიკაციო საშუალებები; ვისაუბრეთ ინტერნეტის შესახებ, ვნახეთ ვიდეო როგორ შეიქმნა ინტერნეტი. განვიხილეთ ინფორმაციის სანდოობა, ინფორმაციის ძიებისთვის  გამოყენებული საძიებო სისტემები.შევისწავლეთ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის ( სურათების, ვიდეოების ) გადმოწერა, პროგრამის ინსტალაცია და დეინსტალაცია.ბოლოს მოსწავლეებმა თავად მოსინჯეს სურათების გადმოწერა კომპიუტერში. წინა გაკვეთილებზე ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში, ჩავსვით სურათები კომპიუტერიდან. დღეს კი  ტექსტში სურათების ჩასმა მოვახდინეთ ინტერნეტის (online pictures) მეშვეობით. 
ამ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა ისწავლეს ინფორმაციის სანდოობის შემოწმება. ის რომ აუცილებლად უნდა მიუთითოს ციფრული მასალის წყაროები ან ავტორი.


და მათი გაზომვის უნარის ყოფით მნიშვნელობაზე
 
       22. 11. 2018
მოსწავლეებმა შექმნეს თვალსაჩინეობა  სასურველ თემაზე: სპორტი, ხელოვნება და სხვა. შემთხვევითობის პრინციპით მოსწავლეები იღებენ ყუთიდან დავალებას. შექმნიან პრეზენტაციას. მოიძიეს სასურველ თემაზე ინფორმაცია, შესაბამისი სურათებით. გააფორმეს ტექსტი. ბავშვები კმაყოფილები იყვნენ თავიაანთი ნამუშევრით.

      29. 11. 2019
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა.
 გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები ავსებენ კითხვარს


მოსწავლის კითხვარი

მოსწავლის სახელი, გვარი                                                                                თარიღი

-----------------------------------------------------------------                      ------------------


რა ვიცოდი
რა ვისწავლე




1.     დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ისტ-ის წრის შესახებ?
             დიახ                                         არა


2.     წრის სამოქმედო გეგმა შედგენილი იყო თუ რა თქვენი საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე?
           დიახ                         ნაწილობრივ                             არა


3.     წრის მეცადინეობებზე განხილული საკითხები დაგეხმარათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?
             დიახ                        ნაწილობრივ                          არა


4.     საწრეო აქტივობები იყო თუ არა მრავალფეროვანი?
             დიახ                        ნაწილობრივ                              არა


5.     საწრეო აქტივობები იყო თუ არა თქვენთვის საინტერესო?
            დიახ                         ნაწილობრივ                               არა


6.     საწრეო მეცადინეობებზე შექმნილი იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო?
             დიახ                        ნაწილობრივ                            არა

7.     რაის შესწავლას ისურვებდით საწრეო მუშაობაში,რომ გაგრძელდეს მეცადინეობები?

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ყოფით მნიშვნელობაზე

     

No comments:

Post a Comment