წრის მუშაობის დღიური VI კლასი


    6 კლასის წრის მუშაობის დღიური
წრის მუშაობის დღიური VI კლასი
წრის მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის გეგმა. შევაჯერეთ საკითხები, რომელთა შესწავლაც უნდოდათ.გეგმის შედგენისას გავითვალისწინე სასწავლო პროგრამა
11. 10. 2019.
წრის წევრები გაეცნობიან მუშაობის მიზნებს, სამუშაო გრაფიკს და თემატიკას. განვიხილავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს.მოსწავლეები გაიხსენებენ  MS.word  ში მუშაობაისას შესწავლილ მასალას,რა პრობლემები ჰქონდათ, რისი გახსენება უნდათ უფრო მეტად და რის შესწავლას ისურვებდნენ.
პირველ რიგში გაიხსენეს ტექსტის დაფორმატება, ჩარჩოს გაკეთება სხვადასხვა ფორმით და ფერით.გააფერადეს ჩარჩოს შიგთავსი. შეადარეს ფურცლისთვის ჩარჩოს გაკეთება და ტექსტისთვის ჩარჩოს გაკეთებები ერთმანეთს.
ჩასვეს სურათები და შესაბამისად განალაგეს ტექსტში,გაუკეთეს სურათს ჩარჩო, ჩრდილი და ა.შ

    
18. 10. 2019
  განვიხილეთ ინფორმაციის სანდოობა, ინფორმაციის ძიებისთვის  გამოყენებული საძიებო სისტემები. შგავიხსენეთ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის ( სურათების, ვიდეოების ) გადმოწერა, პროგრამის ინსტალაცია და დეინსტალაცია.
ამ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა ისწავლეს ინფორმაციის სანდოობის შემოწმება. ის რომ აუცილებლად უნდა მიუთითოს ციფრული მასალის წყაროები ან ავტორი.
პროექტორით ნაჩვენები იყო ფილმი მსოფლიოს შვიდი საოცრება.იხ ლინკი https://www.myvideo.ge/v/2388102 თვითეული მოსწავლე იწერდა რომელი საოცრებები იყო და შესაბამისად მოვიძიეთ ინფორმაცია ჩავსვით  MS.word ის ფაილში, გავაფორმებთ სურათებით და შევინახეთ სამუშაო მაგიდაზე შესაბამის საქაღალდეში..
საშინაო დავალებად ჩავაწერინე ლინკი, რომელსაც ნახავდნენ სახლში რათა უფრო მეტი გაეგოთ ამ თემასთან დაკავშირებით. იხ ლინკი https://www.myvideo.ge/v/789318

25. 10. 2019
    .
მოვიძიებთ ინფორმაციას მსოფლიოს ყველაზე საინტერესო, გამორჩეულ და მნიშვნელოვან ადგილებზე,დავალების შესრულებისას აუცილებლად უნდა  მიეთითებინათ თუ რატომაა ეს ადგილი მნიშვნელოვანი, სხვებისგან განსხვავებული. მათი აზრით რატომ თვლიან რომ ის არის „ყველაზე...ყველაზე“ . ასევე მოიძიეს ამ ადგილების შესახებ შესაბამისი სურათები, ჩასვეს ტექსტში, გააფორმეს და შეინახეს საქაღალდეში  


           1. 11. 2019
გავაცანი პრეზენტაცის შექმნის შაბლონი,ვაშვენე სლაიდი როგორი უნდა იყოს კარგი პრეზენტაცია.პროექტორის დახმარებით შევასრულე Pover Point-ის სხვადასხვა სახით გახსნა, მოსწავლეები იმეორებდნენ ჩემს მიერ შესრულებულ მოქმედებებს.
 ისწავლეს ახალი სლაიდის აღება,დაათვალიერეს სლაიდის სხვადასხვა მაკეთები, განვიხილეთ თვითეული მათგანი.
 გამოვიყენებთ წინა გაკვეთილზე  MS.word ში შესრულებულ „ყველაზე... ყველაზე“-ს და გავაკეთებთ მის მიხედვით პრეზენტაციას.დამთავრების შემდეგ ვისწავლით სლაიდშოუს გაშვების სხვადასხვა გზებს. 4. 11.2018



      8. 11. 2019
წინა გაკვეთილზე შესწავლილი თემის განსამტკიცებლას დამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს კუთხეებზე,  მათ თავისებურებებზე, ღირსშესანიშნაობებზე, ტრადიციებსა და განსხვავებულ ადათ-წესებზე, გააკეთებენ სლაიდ-შოუს და ყველა მათგანი წარმოადგენს პრეზენტაციას PowerPoint-ში
   ყველა მათგანმა საუკეთესოდ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი.  29. 11. 2018
     დღევანდელი საწრეო მუშაობა უნდა ჩატარებულიყო გუშინ, 28 ნოემბერს, მაგრამ,

    15. 11. 2019
დღეს მოსწავლეებმა ისწავლეს ფიგურების ჩასმა PowerPoint-ში.ვისწავლით ანიმაციების გაკეთებას PowerPoint-ში. ვივარჯიშეთ სხვადასხვა ანიმაციების გაკეთებაზე.ბავშვებმა მოიფიქრეს სიუჟეტი, რის მიხედვითაც ააწყეს ნახატი, მიანიჭეს ანიმაციები. გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.მათი გაზომვის უნარის ყოფით მნიშვნელობაზე
   
       22. 11. 2018
გავიხსენეთ ანიმაციების გაკეთება, ვისწავლეთ ტრიგერების გაკეთება, გადმოვიწერეთ საქართველოს რუკის ფოტოსურათი,რომელიც დაყოფილი იყო კუთხეებად, მოვახდინეთ მისი დაწრა და ხელახლა აწყობა.ასევე გადმოვიწერეთ ყველა კუთხის წარმომადგენელი თავისი დამახასიათებელი ჩაცმულობით. გაუკეთეთ ტრიერები: თვითეულ კუთხეზე მაუსის დაწკაპებისას ,მისი წარმომადგენელი იწყებს მოძრაობას და შესაბამის ადგილზე განთავსდება.
ბავშვებს ძალიან მოეწონათ ეს აქტივობა.

      29. 11. 2019
ტრიგერების გაკეთებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, ამიტომ ნახევარი გაკვეთილი კვლავ ტრიგერებს დავუთმეთ, მეორე ნახევარში კი მოვახდინეთ მასალის შეჯამება.
 გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები ავსებენ კითხვარს


მოსწავლის კითხვარი

მოსწავლის სახელი, გვარი                                                                                თარიღი

-----------------------------------------------------------------                      ------------------


რა ვიცოდი
რა ვისწავლე




1.     დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ისტ-ის წრის შესახებ?
             დიახ                                         არა


2.     წრის სამოქმედო გეგმა შედგენილი იყო თუ რა თქვენი საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე?
           დიახ                         ნაწილობრივ                             არა


3.     წრის მეცადინეობებზე განხილული საკითხები დაგეხმარათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?
             დიახ                        ნაწილობრივ                          არა


4.     საწრეო აქტივობები იყო თუ არა მრავალფეროვანი?
             დიახ                        ნაწილობრივ                              არა


5.     საწრეო აქტივობები იყო თუ არა თქვენთვის საინტერესო?
            დიახ                         ნაწილობრივ                               არა


6.     საწრეო მეცადინეობებზე შექმნილი იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო?
             დიახ                        ნაწილობრივ                            არა

7.     რაის შესწავლას ისურვებდით საწრეო მუშაობაში,რომ გაგრძელდეს მეცადინეობები?

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

No comments:

Post a Comment